ჩვენი პარტნიორები

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხუთწლიანი პროგრამაა (2013 წლის მარტი-2018 წლის მარტი), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში. პროგრამის საერთო ბიუჯეტო 52 მილიონი ევროა.
მიზნები :
სექტორის ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა
ფერმერთა ინიციატივების და შესაძლებლობების განვითარება რაიონის დონის საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით
ფერმერებთან და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მწარმოებლურობის დასაზრდელად და მასშტაბზე ორიენტირებული ეკონომიკის მისაღწევად
სოფლად დასაქმების მგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://enpard.ge/ge/
ოქსფამი (OXFAM)
ოქსფამი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ორგანიზაცია 1942 წელს დაარსდა გაერთიანებულ სამეფოში. იგი აპოლიტიკური დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაციაა ყოველგვარი რელიგიური მიმართულების გარეშე.
ოქსფამი დახმარებას უწევს დაუცველ ადამიანებს და თემებს მთელ რეგიონში საკვებით უზრუნველყოფილი მომავლის მშენებლობაში კლიმატის ცვლილების პირობებში. ოქსფამი ეხმარება წვრილ ფერმერებს დასავლეთი სანაპიროდან საქართველომდე თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში, საკმარისი საკვების მოპოვებასა და ასევე საკმარისი შემოსავლის მიღებაში. ჩვენ ასევე ვეხმარებით ადგილობრივ თემებს იმაში, რომ მათ საკუთარი მთავრობებისგან მოითხოვონ ანგარიშვალდებულება და ხელი მიუწვდებოდეთ ძირითად მომსახურებებზე.
ოქსფამი მუშაობს საქართველოს ხუთ რეგიონში 40 კოოპერატივის შექმნაზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი ამდაგვარი კოოპერატივები იქნება. ისინი დაეხმარებიან წვრილ ფერმერებს მათი რესურსების გაერთიანებაში, უფრო დიდ ბაზრებზე გასვლასა და თავიანთ პროდუქციაზე უკეთესი ფასის მიღებაში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ასევე ვუწევთ დახმარებას კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ფერმერ ქალებს მწარმოებელთა ჯგუფების შექმნაში და ნატურალური წვენების ექსპორტირებაში ისეთ შორეულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა იაპონია.
- -ის ფარგლებში ოქსფამის წარმოება განხორციელდება საქართველოს ხუთი რეგიონის (სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) ცამეტ მუნიციპალიტეტში:
განმახორციელებელი ორგანიზაცია
|
მიზნობრივი მუნიციპალიტეტები
|
პრიორიტეტული საწარმოო მიმართულება
|
”მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF)
|
ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თელავი
|
თხილი, ხილ-ბოსტნეული
|
”ბიომეურნეთა ასოციაცია - ელკანა” (ELKANA)
|
გორი, კასპი, ახმეტა
|
|
”სოფლად თემთა განვითარების სააგენტო” (RCDA)
|
მცხეთა, თიანეთი, დუშეთი
|
არამერქნული სატყეო პროდუქტები (კენკროვნები, ასკილი, ტყის ხილი, სამკურნალო მცენარეები და მისთ.)
|
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.oxfam.org.uk
ქეა საერთაშორისო (CARE International)
ქეა წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას ესწრაფის. ქეას პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს.
პროექტ ENPARD-ის ფარგლებში ქეა საერთაშორისო კავკასიაში ხელს უწყობს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას 7 მუნიციპალიტეტში: სამეგრელოს რეგიონიდან ხობში, აბაშასა და სენაკში, ხოლო გურიის რეგიონიდან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. ქეას მუშაობა ოთხი მიმართულებით წარიმართება: 1) ჩაატარებს სამუშაო შეხვედრებს და ლექციებს 60 კოოპერატივის წარმომადგენლისთვის, რომ მოახდინონ უკეთესი ბიზნეს დაგეგმარება და შეიძინონ საჭირო ტექნიკური ცოდნა. აქედან 43 გაერთიანებისთვის გამოიყოფა უპროცენტო სესხი საშუალოდ 15 000 ევროს ოდენობით.თანხის დაბრუნების პირობები შეთანხმებული იქნება თითოეულ კოოპერატივთან. 2) ხელს შეუწყობს კოოპერატივებს, რომ გაერთიანდენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. 3) მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, რათა დაიხვეწოს მცირე ფერმერებზე მიმართული სტრატეგია. 4) საუკეთესო ბიზნეს იდეებისთვის მოიზიდავს ინვესტიციებს და ფერმერებს გაუწევს შუამავლობას ვებ-გვერდის მეშვეობით. ამ პროქტისთვის, ქეა საერთაშორისო კავკასიაში მოიზიდავს 300 000 ევროს სოციალური ინვესტორებისა და ფილანტროპებისაგან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.care-caucasus.org.ge
მერსი ქორპსი (Mercy Corps)
,მერსი კორპსი” წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ მერსი ქორპსმა დახმარების ხელი გაუწოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ეს არის ჩვენი მიდგომის არსი: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაში.
მისიაა:
გაჭირვების, სიღარიბის და ჩაგვრის შემცირება ადამიანებისთვის უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში დახმარების გზით. 2000 წლიდან მერსი ქორპსი მუშაობს საქართველოში. ქვეყანაში მოღვაწეობის მიზანს ორგანიზაციისთვის წარმოადგენს სტაბილური და დაცული თემების შექმნა რეგიონებში, რომლებზეც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს სიღარიბე და კონფლიქტები.
,,მერსი ქორპსი” ეხმარება ქართველ ფერმერებს ყველა ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომპლექსური მიდგომის გამოყენებაში ნაცვლად მათი აღქმისა ცალკე მდგომ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ პრობლემებად. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სასოფლო მომსახურების ცენტრი, რომელიც მოსახლეობას და ფერმერებს აწვდის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას, ატარებს ტრენინგებს და, ასევე, დახმარებას უწევს კავშირის დამყარებაში ბაზრებთან და მყიდველებთან.
ამგვარ პატარა, სასოფლო და ხშირად იზოლირებულ თემებს მერსი ქორპსი გადასცემს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაფართოების და გაზრდის მიზნით. მერსი ქორპსი ასევე ეხმარება ფერმერებს სხვადასხვა სოფლებიდან ასოციაციებისა და კოოპერატივების შექმნაში.
ამჟამად მერსი ქორპსი საქართველოში ახორციელებს მთელ რიგ პროექტებს, რომელთაგან ერთ-ერთია „ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სოფლის მუნიციპალიტეტებში“. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი 2014 წლის 1 იანვარს დაწყებული პროგრამის „ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში (ENPARD საქართველო). ამ პროგრამის ფარგლებში მერსი ქორპსი მუშაობს საქართველოს 5 რეგიონის 16 მუნიციპალიტეტში:
- იმერეთი: საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია
- შიდა ქართლი: გორი, ქარელი, ხაშური, კასპი
- ქვემო ქართლი: გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო
- სამცხე-ჯავახეთი: ახალქალაქი, ნინოწმნიდა
- კახეთი: საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.mercycorps.org
ადამიანი გაჭირვებაში(People in Need)
,,ადამიანი გაჭირვებაში” (PIN) არის ჩეხური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებისა და განვითარების საქმიანობებს, მუშაობს რა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლების დაცვის კუთხით. ორგანიზაცია საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და აქვს ოფისები თბილისსა და ქუთაისში. ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” პროექტები სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სოფლის მეურნეობის განვითარება, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ამჟამად, “ადამიანი გაჭირვებაში” ახორციელებს პროექტებს იმერეთში, რაჭაში, შიდა ქართლსა და თბილისში, ფინანსდება ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.
3.5- წლიანი პროექტის (მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა) ზოგადი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება იმერეთსა და რაჭაში. პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერები, ვისაც სურს ფერმერული კოოპერატივების დაფუძნება და სხვა სოფლის მეწარმეები, ვონც მონაწილეობა მიი(რებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებსა და ადვოკატირებაში.
პროექტი შეაფასებს სოფლების პოტენციალს სამიზნე რაიონებში, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობის გასაცნობად პროექტში მონაწილეობის პირობებთან; ჩატარდება ექსპერტული სემინარები, სადაც განხილული იქნება დაინტერესებული ფერმერების იდეები; გაიმართება საგრანტო კონკურსი ყველაზე საინტერესო და მდგრადი ბიზნეს-იდეების მხარდასაჭერად თანამონაწილეობითი გრანტების მეშვეობით. მთლიანობაში პროექტიდან ტექნიკურ გრანებს მიიღებს 18 შედარებით მცირე და 6 შედარებით დიდი კოოპერატივი, რომლებშიც საერთო ჯამშრი გაერთიანდება 330-450 წევრი.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება რიგი ტრენინგებისა, რომლებიც დაეხმარება შერჩეულ ფერმერებს მათი ტექნიკური, ბიზნესისა და კოოპერაციის უნარების სრულყოფაში. ტრენინგებს დაემატება სადემონსტრაციო ფერმები, რომელთა შექმნას პროექტი გეგმავს მიზნობრივ რაიონებში; ფერმერები მონაწილეობას მიიღებენ ფერმერთა დღეებსა და სასოფლო სამეურნეო ბაზრობებში, რომლებიც შესაძლებელს გახდის სხვა ფერმერებისგან სწავლას და დაამყარებს ფერმერთა კავშირებს მოვაჭრეებთან, გადამამუშავებლებთან და სხვა მომსახურების მიმწოდებლებთან.
ფერმერების ინტერესების დასაცავად და ხელისშემწყობი ბიზნეს-გარემოს შესაქმნელად პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ფორუმის შექმნას, რომელიც გახდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადვოკატირებისა და უფრო ეფექტიანი კომუნიკაციისათვის ფერმერებს, კერძო სექტროს და სახელმწიფო სამსახურებს შორის.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.clovekvtisni.cz/en
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სხვადასხვა ქვეყნებში სურსათის უზრუნველყოფასა და მდგრად განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს უწყობს ხელს. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ პრიორიტეტებს ატარებს. აქედან გამომდინარე, FAO ქვეყანას სოფლის მეურნეობასა და სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ეხმარება და რესურსების ქსელის როლს ასრულებს. იგი ქვეყნებს პოლიტიკასთან დაკავშირებულ ცოდნასა და წლების გამოცდილებას უზიარებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შექმნის, დაგეგმვის ხელშეწყობის, ეფექტური კანონმდებლობის შექმნის, ეროვნული სტრატეგიების მომზადების და ცოდნის საველე პირობებში გამოყენების დროს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ტექნიკური დახმარების – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდის პროექტი (ENPARD) დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. ამ ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს და ეფექტური პოლიტიკის შემუშავების გზით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის მეშვეობით გაუმჯობესდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განხორციელების ეფექტურობა.
პროექტის მთავარი მიზნებია: (1) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტურობის გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საკითხების უკეთესად მართვისათვის, (2) საქართველოში ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროგრამების განხორციელების მხარდაჭერა, (3) სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სპეციფიური კომპონენტების დანერგვაში, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირის ENPARD საქართველოს პროგრამასთან და (4) საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის გაძლიერებისათვის დონორთა კოორდინირების ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.fao.org