სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საააგენტოს ვებგვერდზე არსებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების რეესტრის საძიებო ინსტრუქცია
სააგენტოს ვებგვერდზე მოცემულ რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების იდენტიფიცირება შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მიხედვით: მუნიციპალიტეტი, კოოპერატივის სახელწოდება და საქმიანობა (სექტორი ან ქვესექტორი).
მაგალითად თუ თქვენ გაინტერესებთ რძის მწარმოებელი კოოპერატივების ჩამონათვალი, საძიებო უჯრაში უნდა მიუთითოთ სიტყვა - რძის ან რძე. თუ გაინტერესებთ სანერგე მასალის მწარმოებელი კოოპერატივების ჩამონათვალი, საძიებო უჯრაში უნდა მიუთითოთ სიტყვა - სანერგე ან ნერგის. თუ გაინტერესებთ თაფლის მწარმოებელი კოოპერატივების ნუსხა, საძიებო უჯრაში მიუთითეთ სიტყვა - თაფლი. თუ გაინტერესებთ ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული კოოპერატივების ნუსხა, საძიებო უჯრაში უნდა მიუთითოთ მუნიციპალიტეტის დასახელება მაგალითად - ასპინძა. თუ გაინტერესებთ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული კოოპერატივების ნუსხა, საძიებო უჯრაში უნდა მიუთითოთ მუნიციპალიტეტის დასახელება მაგალითად - აბაშა.